სტუდენტური კონკურსი თურქმენეთში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
დაწვრილებით
სტუდენტური კონკურსი თურქმენეთში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა და სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში — „თურქმენეთის საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია: თანამშრომლობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარებისთვის“ და მესამე საერთაშორისო სტუდენტურ კონკურსში — „საერთაშორისო ურთიერთობები: მშვიდობიანი დიალოგის კულტურა“.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და ცენტრალური აზიის 40-ზე მეტი ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციას პროფესორი ბადრი ნაჭყებია ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის აფილირებული ასისტენტი ვახტანგ მურადაშვილი და ამავე ფაკულტეტის სტუდენტები — ლაშა მესხი და ნიკა ნადარაია.
სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის აფილირებული ასისტენტის, ვახტანგ მურადაშვილის თქმით, საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა დელეგაციებიდან შემდეგი ქვეყნებიდან:
  • თურქმენეთი
  • საქართველო
  • ტაჯიკეთი
  • უზბეკეთი
  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
  • ყაზახეთი
  • ყირგიზეთი
  • რუსეთის ფედერაცია
  • დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
  • ირანის ისლამური რესპუბლიკა
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ კონკურსმა სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს მისცა შესაძლებლობა, წარედგინათ საკუთარი ხედვა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების, მშვიდობის, დიპლომატიისა და გლობალური თანამშრომლობის საკითხებზე.
Made on
Tilda