კონფერენცია თურქმენეთში
მიმდინარე წლის 11-13 მაისს, „ევრაზიული პერსპექტივების ინსტიტუტის“ (IEP) დირექტორმა ბადრი ნაჭყებიამ თურქმენეთში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო .
მეტი
კონფერენცია თურქმენეთში
თურქმენეთში, ქალაქ აშხაბადში, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ბაზაზე საერთაშორისო პრაქტიკული კონფერენცია-კონკურსი ჩატარდა, რომელშიც აშშ-ის, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები მონაწილეობდნენ.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, მეცნიერებათა დოქტორმა ბადრი ნაჭყებიამ, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის აფილირებულმა ასისტენტმა ვახტანგ მურადაშვილმა და ამავე ფაკულტეტის სტუდენტებმა — ლაშა მესხმა და ნიკა ნადარაიამ.
აკადემიურმა პერსონალმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო პრაქტიკულ კონფერენციასა და მასტერკლასებში, ხოლო სტუდენტებმა კონკურენტულ გარემოში შეძლეს წარმატების მიღწევა და ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
Made on
Tilda